I am me Universe And You

ბოლო ერთი თვის თავზე ბევრი ცვლილებებია, როგორც შიგნით ასევე გარეთ – ზოგჯერ დგება დრო როცა უნდა ისწავლო მიიღო ის რასაც ვერ შეცვლი და განსაკუთრებიით მიიღო შენი თავი ისეთი როგორიცაა. ჰო ეს სულაც არაა ადვილი, შეცვალო და გადაახარისხო შენში ბევრი რამ. თუ ამას მაინც თავს არიდებ, კულმინაციის დრო დგება, მეც ვეღარ გავძელი და სამსახურს თავი დავანებე, გადავწყვიტე ის გამეკეთებინა რაც დამეხმარებოდა. ხატვას დავუბრუნდი და ცეკვა დავიწყე, ფსიქოლოგიის ლექციებზე დავდივარ და ახალი ხალხიც გავიცანი. ზოგჯერ საჭიროა მსგავსი ცვლილებები, მაგრამ მაინც შიში სიახლის შიში, რომელიც არ იცი ზუსტად რას გთავაზობს. არ მინდა ეს შიში სულ ჩემთნ იყოს და ამიტომ ცვლილებები ღირს, უბრალოდ შენი თავის ძიება.tumblr_o1b0keWgqu1qa2qxto1_1280

ჯაბასთან ვიყავი, უკეთესობააო! გუშინ მათ სახლში დავრჩით მე და ნუკა, როგორც იქნა მართა და ბასი გავიცანი ^^(ტყუპები). არაფერი ჯობდა ქალაქობანას თამაშს იმ პატარა ლურჯ ოთახში ტყემალაძეებთან ერთად და საერთოდ ვინ წრმოიდგენდა ხუთი თვის უკან ამ ყველაფერს. კიდევ ერთი ნაბიჯი წინ – ძაღლებთან დამეგობრება დავიწყე, ჩემი ეგრედწოდებული ძაღლების ფობია მინდა სხვა რაღაცად ვაქციო, რომელიც შიშის მაგივრად სიამოვნებას მომიტანს. შუმბა და ბუბა უკვე ამაში დამეხმარა, ვფიქრობ გამოვა.

ითანი ძალიან მეხმარება, მიუხედავად იმისა რომ შორსაა. ზოგჯერ ძალიან მინდა უცბად იქ გავჩნდე ან თვითონ აქ.

ბევრი მზე მინდა და სერატონინი ^. ესეც მალე მოვა. ახლა მე და მე ვართ, რომლებიც ვალაგებთ ჩვენში ყველაფერს, ხალხი რომელიც მავსებს თავისი ენერგეტიკით და სამყარო, რომელიც ძალიან დიდია, უზარმაზარი და არც ისეთი უსამართლო როგორიც ჩანს. ის გიყურებს ზოგჯერ გეხუმრება, ზოგჯერ გეხმარება და საერთოდ უბრალოდ სინათლე აპობს სიბნელესtumblr_nodt4eUIL71sruhb4o1_500

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s