ბედნიერება

სადღაც ბავშვივით მჯეროდა, რომ 201(6)-ის დასაწყისი ასე თუ ისე  5-იანს სწრაფად შეცვლიდა, მაგრამ ისევ დროა საჭირო და ამ დროში საკუთარი თავის მართვა და მობილიზება უნდა ვისწავლო. ბენჟამენ ფრანკლინი თავის ცუდ ჩვევებს 13 კვირის განმავლობაში ყოველდღე ებრძოდა. იდეალური ნიშანია იმისა რომ თავი ხელში ავიყვანო და ყველაფრის მიუხედავად კარგი ჩვევების ჩანაცვლებაზე ვიმუშაო. ამაზე რთული დედამიწაზე არაფერია, მაგრამ მთავარი ისაა რომ მიღწევადია და მერე არაფრის აღარ გეშინია. შამანებს სჯეროდათ რომ ადამიანს მხოლოდ სამი მტერი ჰყავს: შიში, სიცხადე და სიბერე.

სადღაც წავიკითხე, “ვერავინ გიკარნახებთ რა გსურთ საკუთარი თავის გარდა-ო”. ჭეშმარიტებაა, თუ რა თქმა უნდა საკუთარი თავი იმ ფიქრებში არ გეშლებათ, რომელსაც იუნგი ჩრდილებს უწოდებდა. (საკმაოდ მზაკვარ და მაცდუნებელ ჩრდილებს)

და თუ ისწავლი მათი ერთმანეთისგან გარჩევას

და თუ არ დაგეზარება ყოველგვარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ყოველ დღე საკუთარი თავი რინგზე გამოიწვიო.

და თუ სულ ცოტათი მაინც გჯერა, რომ ცხოვრებისეული ლაწანი,რომელიც ხშირი სტუმარია, ისევ კარგისკენ გიბიძგებს, ისევ შეცვლისკენ, მაშინ, მაშინ გაგიმართლა.

ვერ ვიტყვი რომ ადვილია, ან ნაკლებად რთული. არა! ძალიან რთულია, იმდენად რთულია, რომ ამას სიტყვებით ვერავინ გაიგებს, თვითონაც ამ ბრძოლაში თუ არ მოყვა.

ასტროლოგებმა 2016 წლის პროგნოზით – ცოტაც მოითმინეთ მშვილდოსნებო და 2017-დან ჰერი- ჰერიო. ;3 აბა 🙂 გულშემატკივრებმა: თავი ხელში აიყვანეო, ამან ისო, იმან ესო. მე კი ამ სიარულში იქადე მივედი, რომ ადრე თუ გვიან ყველა ყვება ბრძოლაში განურჩევლად და ეს ჩვენი გადასაწყვეტია ბოლო როგორი იქნება. ტანჯვა და ტკივლი ხმამაღალი ნათქვამია, მათ დაბრკოლებები ჰქვია და თუ ამ დაბრკოლებას როგორც უკანასკნელ შენზე მობჯენილ ტყვიად არ აღიქვამ ილუზიას რეალობისგან გაარჩევ. ის მხოლოდ ილუზიაა, ილუზია რომელიც რეალობას ღირსეულ კონკურენციას უწევს და ჩვენც ვიჯერებთ რომ სამყარო გვებრძვის. მთავარია შიგნიდან რა გინდა, ესაა მთვარი გაიგო, მთავარია არ გაიქცე და მიიღო ის რაც შენია. 9 თვე გავიდა და დღითიდღე იხვეწება პასუხი კითხვაზე: ეს რატომაც დამემართა? იმიტომ რომ მეპოვნა ის რაც რეალურად ვარ და გამეცნო საკუთარი თავი ახლიდან, რადგან არ შემშინებოდა ბარიერების და რეალურად იმის რაც სინამდვილეშია. ამ სინამდვილემ ისე შემაშინა დამფრთხალი კურდღელივით ყოველ დღე ჩემს აღსასრულს ველოდებოდი, ყველა ჩემმა შიშმა ჩემი შესანსვლა გადაწყვტა და პირის ჩატკბარუნება, მაგრამ დღეს ერთი რამაა ნათელი, ყველაფერი შენს აღქმაზეა დამოკიდებული. გაბედე ფრენა!

სიახლე ყოველთვის აშინებს ადამაინს, აშინებს რადგან არ იცის თუ რას სთავაზობს ის. რეალობას თავს ვარიდებთ, როცა ილუზიები ასეთი კომფორტულია.

სამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრება კი მაშინაა შესაძლებელია, როცა გაგაჩნია უზარმაზარი რწმენა იმისა, რასაც ადრე განგებას უწოდებდნენ და ჩვენ ბედისწერას ვეძახით.

 

პ.ს.

http://www.imovies.ge/movies/3082

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s