28.12.15 მიმოხილვასავით

თოვლის ბაბუის მჯეროდა 6 წლამდე, მერე გამიმხილეს საიდუმლო, თუმცა დადებითი ენერგიის და სამყაროსეული კანონზომიერებების დღემდე მჯერა. მართალია თოვლი წელსაც არ მოვა თბილისში, მაგრამ სამაგიეროდ სხვა რაღაცეები მოვიდა მანამდე. 3 დღე რჩება და შემდეგ სუფთა, ახალი წრე 🙂 ^

ახალი მეგობრები მყავს: იონო და არნოლდი. ფოსტით მომივიდნენ დაბადების დღე მომილოცეს. ჩუმები არიან, მაგრამ უცნაურად პოზიტიურები.

ერთი ქვა მაჩუქეს, უფრო სწორედ ბეჭედი.მალახიტი ქვია – მისი თვისებები რომ წავიკითხე, ისე გამიხარდა მეგონა სიცოცხლის ელექსირს გადავეყარე. –  .

ერთი რამ მინდა, ყოველივე ცუდი, უარყოფითი აქ დარჩეს 2015-ში. გულწრფელად მადლობელი ვარ ყველაფრისთვის რაც ამ წელს იყო, ცუდი თუ კარგი. ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ვისურვებდი ის დღეები, რომელიც მუქადაა 2015-ის კალენდარზე აღარასდროს განმეორდეს, ეს ძალიან ძლიერი სურვილია და იმედი მაქვს იმოქმედებს.

ჰო, რაც შეეხება ხალხს, მოსულს და წასულს ჩემს ცხოვრებაში – მინდა ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მათაც, ზედმედი სენტიმენტალურობა არაა საჭირო, უბრალოდ კეთილი სურვილები.

47554-Upside-Down-Christmas-Snow-Globe

წინა საახალწლო განწყობა მაქვს, მაგრამ ადრინდელივით აღარ ვიქცევი და მოვლენებს წინ აღარ ვუსწრებ. ერთი წლის მანძილზე იმდენი ვისწავლე რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მისწავლია. თუნდაც ეს “ხიდამდე სანამ არ მიხვალ ნუ გადახვალ”-ო. (პრაქტიკულად ძალიან ძნელია) მე სულ სირბილში ვიყავი -_- ჰოდა ახლა სანამ არ მივალ, არ გადავალ :#

ითანის საჩუქარზეც ვიფიქრე Rhode Island-ში. – იმედია გამომივა>.<

პ.ს. საჩუქრებიდან გამომდინარე ხელნაკეთი ნივთების კეთება დავიწყე, თუმცა უკვე მათ შეგროვებაზეც ვფიქრობ;3.

ახლა ის მახარებს რომ მე და ვეინუ ჯაბას ოჯახთან ერთად ავღნიშნავ 2016-ს . ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი ;3 ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ არა ამას ეს დადებითად მმუხტავს:)

ბევრი რამ მინდა ვთქვა, მაგრამ ჯობია მოკლედ.მიდნა რომ ყველა ადამიანს ვინც იმსახურებს ბედნიერებას იპოვნოს.

კიდევ ერთი, არ ვიცი ვინ კითხულობს ჩემს პოსტებს და ვინ არა, რადგან ჩემთვის ვწერ მაინც, მაგრამ მაინც ვინც არ უნდა იყო, შენც გილოცავ და  ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ 🙂

პ.ს. ოცნებები მართლა ხდება და ეს არაა ზღაპარი, მთავარია გჯეროდეს. მე მჯერა.

Have yourself a  Merry Little Christmas

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s