წრე 24-ე

12-ს რომ გადაცდა ეთანის კონვერტი დამხვდა 🙂 ეს ძალიან კარგი დასაწყისი იყო. დღის მონაკვეთში გზად რა თქმა უნდა ისევ ერთ-ერთ კაფეში ამოვყავი თავი სადაც მოლოცვა და ტკბილი ნამცხვარი დამხვდა სანთლით. ფურცელზე ტექსტი: Waiting for you in 1904, at 8:30.

უცნაური შეგრძნება მქონდა, როცა 1904-ის კარები შევაღე, შევაღე რა, თვალებახვეული შემიყვანეს, საცოდავად სკამამდე მივლასლასდი და დავჯექი. Funkadelic -Maggot brain ისმოდა ყველგან. მერე გავიგონე ჩუმი სიცილი და მივხვდი უკვე შემეძლო თვალებიდან სახვევის მოხსნა. ჰო.. მოვიხსენი და დავინახე

_DSC0322

დავიბენი და ისინიც დავაბნიე 🙂 იყო რაღაც უცნაური და სასიამოვნო.იმის მიუხედავად, რომ მე არ ვიყავი მარტო და ისინი ჩემთან იყვნენ მაინც მარტო ვიყავი, მაგრამ უკვე საკუთარ თავთან ერთად. ეს ყველაზე უცხო და სასიამოვნოც იყო:) Rouse გავსინჯე. 7 თვის შემდეგ, ისევ დავლიე რაღაც გემრიელი და ჩემს თავს მივულოცე. საჩუქრები მივიღე, ნანოს ყოველწლიური წერილიც რა თქმა უნდა.

ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო, არაფერს შევცვლიდი.

ჩემი ვეინუ! ზოგჯერ ვფიქრობ რა იქნებოდა რომ აარა ის ჩემს ცხოვრებაში.

_DSC0256

აქ ჯდომა განსაკუთრებული სიამოვნებაა, თუ წერ კიდეც ყველაფერთან ერთად.

_DSC0403

ბოლოს სანამ ლოგინში ამოვყოფდი თავს, კიდევ ერთი მოლოცვა დამხვდა. იდეალური დასასრული ქონდა ამ ღამეს, აი ისეთი ყველაფერი საუკეთესო რომ მოულოდნელად ხდება, ჰოდა მეც ბედნიერმა დავიძინე.

პ.ს. ჰო სანთლებიც ჩავაქრე.

პ.ს.2. შენს თავს გილოცავ ნინა 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s