ფიო, მე და ის

პატარაობიდან ბევრჯერ წარმოვიდგენდი, როგორ მჩუქნიდნენ  მას, როგორ ვასეირნებდი, ვთამაშობდით ან ვუვლიდი შემს ლეკვს, ჩემს სულიერ ნაწილს, ზოგიერთ ადამიანზე მეტს. (სახელი დღემდე არ ვიცი, რა შეიძლება დამერქმია, ვიცი რომ შევხედავ ამას მერე გადავწყვეტ). თითქოს იყო მცდელობა ამ ოცნების ახდენის და თითქოს გავდა ის ლაბრადორი იმას ვინც ჩემთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალბათ მხოლოდ ჯიშის გამო და არა იმიტომ რომ ის ნამდვილად ის იყო. არა! მას მერე ორი წელი გავიდა და როცა ოჯახში რაიმე ცხოველზე შეეხებოდნენ საუბარს რა თქმა უნდა ჩემს აზრს არასდროს გადავსულვარ, მაგრამ როგორც ჩანს ამას თავისი დრო აქვს. ახლა კი უფრო დროული იმის გამოჩენა იყო საჭირო, ვინც გამოჩნდა.

მრგვარლი, გაწეწილი, ბუნძღლი ანუ ფიო 🙂 უყვარს თამაში, მოფერება და თავისი საქმე, ასევე ვუყვარვარ მეც და ამას არც კი ფარავს და საერთოდ ისინი, იმიტომ არიან ასეთი საინტერესოები, რომ სულ იმას აკეთებენ რაც უნდათ! არასდროს ფიქრობენ რას იტყვის სხვა. სულ სამი დღეა რაც ჩემთანაა და მივხვდი, კატების მიმართ თურმე უფრო ახლო დამოკიდებულება მქონია ვიდრე მეგონა. ის ფიოა, ფიო და ისიც მეხმარება ცვლილებებში, სიარულში 🙂

არ ვიცი ახლა, ჩემი ბედნიერების აბი მოქმედებს, ის იარაღები, რომლებიც ხელში ავიღე რომ გავიმარჯვო თუ, ფიო და ეთანი? ან იქნებ სულ ყველა ერთად? მშვენიერია! 🙂

ეთანი, ეთანი ზოგჯერ რეალობას გავს, ზოგჯერ კი იმდენად არარეალურია – თუმცა რადროს ლოგიკაა. არ ააქვს მნიშვნელობა რა როგორაა და რამდენიხნით, მთავარია ის მე მეხმარება და მე მას. დრო როცა გავა და ამ ეტაპს გადმოვხედავ, ალბათ მივხვდები თუ რატომ მოვიდა ის ჩემს ცხოვრებაში ასე უცნაურად და ასე შორიდან.

ეთანმა ერთი ფილმი მირჩია  – The Fountain – აქ არის ის, რასაც ხალხი გაურბის, ანუ რეალობა რომელიც ყოველთვის გვაშინებს, გვაშინებს იმიტომ რომ ყოველთვის გავურბივართ მას.

დღეს ერთ ფილმს ვუყურე – The Shawshank Redemption. – აქ კი არის ის რაც ხალხს, ადამიანებს ძალიან სჭრიდებათ – იმედი!

ეს ჩემი გოგოა 🙂

20151107-001520151109-002320151109-0003 20151107-0005

მიხარია ფიო, მიხარია ეთანი და ის რაც ხდება აქ და ახლა – ანუ ცხოვრება!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s