სიღრმე და მაგნიტი

tumblr_mvkc71kvM31qaclcqo1_500 ახლა იმაზე სასიამოვნო არაფერია, როცა ღუნღულა ტანსაცმელს არჩევ თაროზე ან რომელიმე პლაშს, იმიტომ რომ გარეთ წვიმაა.რაღაც უცნაური სიმშვიდით იყო გაჟღენთილი დილიდან დღე, ამას თუ დავუმატებთ ნისლს, რომელიც უფრო მეტ ნდობას და სიმშვიდეს იწვევდა ჩავთვალოთ, ეს დღე განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო. მეტროში მაინც გავრბივარ, სადღაც მეჩქარება, სულ გავრბივარ, რომც არ მეჩქარებოდეს. ესკალატორზე ჩავდივარ, თითქოს ამით სიცოცხლეს და მოძრაობას გამოვხატავ თუ რა თქმა უნდა დაღლილი არ ვარ.

კონცენტრაციას ვსწავლობ  – აზრების შეჩერებას და ბალანსს. ეს ისეთი სასიამოვნოა, სულ სხვა სამყაროს მიშლის. თუმცა მოგონებები ნაცნობ ადგილებში მაინც ბუნდოვნად ჩნდებიან და არ მინდა რეალურად შევხვდე მას. არ მინდა! არ მინდა ეს მხოლოდ ტკივილთან მაახლოვებს. არ მინდა! ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ესაა: ბალანსი, სიმშვიდე და წონასწორობა.

დღეს სწორედ ამაზე ვფიქრობდი და ბოლოს მივედი იქამდე, რომ ყველას ვაფრთხობ 🙂 ვაფრთხობ მათ – ანუ კაცებს. ჩემს თავს ვეკითხები რა შეიძლება გჭირდეს და დღეს პასუხიც მივიღე. სენსეიმ სოწრედ ეს აღნიშნა “სიღრმე”.  ანუ სიღრმე მჭირს და მათ ჩემი სიღრმის ეშინიათ. მაგნიტი და სიღრმე. თუმცა ახლა ეს არ მაწუხებს. სულ ცოტათი დავფიქრდი, ალბათ მათ ადგილას მეც შემეშინდებოდა, მაგრამ თუ ვიქნებოდი – ისინი.

სრულიად მადლობელი ვარ ჩემი სიღრმით, იმ ადამიანებით ვინც ჩემს ცხოვრებაში არსებობს და ჩემი გზით. თუმცა სახლის გზასაც არაფერი ჯობია შემოდგომისას, მარტო სიარული სახლდამდე. უკვე მესამე მცდელობა დღეს 🙂 სწორი სუნთქვითი ვარჯიში და არავითარი დაღლა. სიამოვნება თითოეულ მოქმედებაში.

ესეც სიმშვიდე და ბალანსი – https://www.youtube.com/watch?v=oVtkxrxilZo

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s