გამოღვიძება

11239653_508974769267355_273550893178363499_n

დღეს ორი თვე გავიდა ზუსტად იმ შეტევიდან, რომელიც საკმაოდ გრძელი, ღრმა და ფასეული აღმოჩნდა. სასაცილოა როდესაც სიტყვა ფასეულს ვარქმევ იმ ტკივილს და განცდებს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა და ამ სამყაროდან მოწყვეტილი ვიყავი. მაგრამ იმაზე ბევრი რამ გავიგე საკუთარ თავზე, ამ სამყაროზე და არსებობაზე ვიდრე ოდესმე. ბევრმა რამ შემაშინა და გამაოცა ამავდროულად. მგონია ორი თვე კი არა წლები გავიდა. დღეს პირველად გავედი თბილისის ქუჩებში მარტო, სრულიად მარტო მხოლოდ ჩემს თავთან ერთად. სენსეიმდე იმ იმედით მივდიოდი, რომ დღესაც ჩემი სხეული იმ ვარჯიშებს გააკეთებდა და ისიამოვნებდა, რაც ასე მაბედნიერებს და მახარებს, იმის მიუხედავად, რომ თავში ათასი ფიქრი შემოდის ისე რომ არც მეკითხება. მაგრამ მე ზუსტად ფიქრების შეჩერებას ვსწავლობ და კონცენტრაციას აქ და ახლა. ხალხს გონია,რომ ყველაზე რთული უნივერსიტეტის გამოცდების ჩაბარება, ან გასაუბრებაზე გავლაა, მაგრამ ამ სამყაროში, თუ ვინმეა შენი მტერი ეს მხოლოდ საკუთარი თავია. ბავშობიდან მჯეროდა რომ თუ საკუთარ თავს მოუგებ ომს, ყველა ომი მოგებულია, მაგრამ ოდნავადაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ამხელა ძალისხმევა და რწმენა სჭირდებოდა. პირველი დღე იყო, როცა ბოლო სუნთქვითი ვარჯიშის დროს კინაღამ ჩამეძინა და ჩემი სხეულიც სრულიად მსუბუქი, მოდუნებული და კმაყოფილი იყო იმით რასაც გრძნობდა. დღეს ჩემი მეგობარი ემ’პე’3 თან მქონდა. ჩემს გარშემო ისევ ისმოდა სასიამოვნო მელოდიები, გზა და გზა ძველი მელოდებიც ჩნდებოდნენ. მაგრამ გავურბოდი. მცდელობა მათი მოსმენისა წამები გაგრძელდა, თითქოს წარსულიდან ყველაფერს ისევ აცოცხლებდნენ. მერე ჩემს თავს ვუთხარი: მას შემდეგ რამდენი რამ ისწავლე, იფიქრე რა არის ახლა და აქ და არა იმაზე თუ რა იყო მაშინ და იქ.

tumblr_nuryf1elbp1tqlluco1_540

იყო https://www.youtube.com/watch?v=F8Xkedr47kw

იყო https://www.youtube.com/watch?v=8tKfYwc4zxA

იყო https://www.youtube.com/watch?v=YY7dukUs9CM ვნება

და იყო სიმშვიდე https://www.youtube.com/watch?v=Vu8u2AjnFlc

და იყო კიდევ ბევრი. ესეც ერთი დღის ფარგლებში ცხოვრება. გუშინ ერთ საინტერესო ადამიანს შევხვდი. ის ლონდონის ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ექიმია, რომელიც თავის პროფესიაში უშუალოდ ბავშვებთან ურთიერთობს. გამიმართლა რომ აქ გადავეყარე. პირველად სკამზე კარგად მოკალათდა და მთელი ყურადღებით მისმენდა. მეც ვცდილობდი მის ჩქარ, საინტერესო წმინდა ბრიტანულ აქცენტს ავყოლოდი და არაფერი გამომრჩენოდა. როცა ჩემს სიმპტომებზე და იმ განცდებზე ვსაუბრობდი, თან გაოცებული და ბედნიერი ვაგრძელებდი ჩემს თავზე საუბარს, საუბარს იმაზე რაც სხვა შემთხვევაში ისევ საშინელ ემოციებთან დამაბრუნებდა, მაგრამ მისი იქ ჯდომის დროს ვგრძნობდი, რომ ესმოდა რასაც ვამბობდი, განცდილი ქონდა თუ არა მან ზუსტად იცოდა რას ვგრძნობდი მაშინ, თითქოს ორივესთვის კარგად ნაცნობ ადამიანზე ვსაუბრობდი.მან იცოდა რას ვგრძნობდი მაშინ. დამამშვიდა, მითხრა რომ ცხოვრება ძალიან საინტერესოა, ამიხსნა უფრო დეტალურად და გარკვვით თუ რატომ ხდება ორგანიზმში მსგავსი შეტევები და როგორ უნდა მოვერიო ამ ყველაფერს. ბევრი ვიცინეთ და ბატარიასავით, დადებითან დატენილი, დამუხტული წამოვედი სახლში. უზომოდ ბედნიერი, რომ შევხვდი მას, მას რომელმაც ჩემი იმედის უჯრედები შეავსო.

არ ვიცი რატომ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში იშვიათად, მაგრამ უკიდურეს შემთხვევებში ჩნდებიან ადამიანები, რომელბიც პირდაპირ სწორ გზაზე მკრავენ ხელს, თვალებს მიხელენ, მაძლევენ იმედს და გულწრფელი ღიმილით წარმატებებს მისურვებენ. არ ვიცი საით მივდივარ, დაგეგმილი და ფურცელზე ჩამოწერილი არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემს შიგნით არის რაღაც, ყრუ, ბუნდოვანი, რომელიც ერთ დღესაც უფრო ზუსტი, კონკრეტული და დროული იქნება.

მომავალი – არც მე ვიცი, არც შენ, არც მათ, არც ღირს მასზე ღელვა, მაგრამ ვიცი ბედნიერება რა არის. ძველ რომაელებს ერთი გამოთქმა ქონდათ: Carpe diem – დაიჭირე წამი. ამას ვცდილობ და მგონია, რომ ახლა ვიწყებ ნამდვილ ცხოვრებას. იცხოვო აქ და ახლა, ანუ აწმყოში. სიგიჟეა 🙂 მაგრამ სასიამოვნო სიგიჟე. ჩემს თავს ვეუბნები, რომ ის შეძლებს, შეძლებს მის წინაშე არსებულ ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდეს და არასდროს დაკარგოს ამის იმედი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s