9 all inside of me

tumblr_nvc3t0h1sT1sujx6bo1_540ზოგჯერ არის წამები,როდესაც მთელი ძალისხმევა მჭირდება, რომ თავს მოვერიო, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება! შემთხვევით ფორუმზე ხალხი აღმოვაჩინე ვისაც ეს დიაგნოზი ჭირს. მითხრეს რომ თბილი გარემო, ხალხი და სწორი ძილი შველის ამას. ჩემს წამალს ველოდები, რომელსაც დრო სჭირდება რომ ჩამოვიდეს.მაგრამ აღარ ველოდები ჩემს პრინცს, რადგან ისედაც ყველაფერი კანონზომიერია და ისღა დამრჩენია სამყაროს ისე ვუყურო, როგორც ამის საშუალებას ჩემი სხეული მაძლევს (ანუ იმაზე რეალურად ვიდრე აქამდე ამ ცხოვრებაში). ინვალიდი არ ვარ, არც ფეხი მაკლია არც ხელი, არც თვალი, მაგრამ სამყარო სულ სხვანაირია ახლა. მგონია მძინავს და ისე ვუყურებ ყველაფერს. ყოველ დღე, ყოველ წუთს ვეუბნები ჩემს თავს, რომ აქედან გამოხვალ! გამოხვალ და როდესაც გავა დრო და წარსულს გადმოხედავ მიხვდები რომ ზუსტად ამ დროს ისწავლე ვინ ხარ შენ და მიხვდი რა უნდა აკეთო ამ ცხოვრებაში რეალურად.

თითქოს გამიხარდა, როცა ფორუმზეც იგივე სიმპტომები დაწერეს, რასაც მე განვიცდი. გამიხარდა, რადგან ვიცი რომ ახლა ჩემი სხვასაც ესმის ზუსტად ისე, როგორც მე ვგრძნობ და მას შეუძლია გამიგოს და არ მითხრას რომ ეს რაიმე აკვიატებული აზრია, ან ნევროზი. არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება ამ ყველაფრის გავლას, მაგრამ მჯერა, რომ არ მომხდარა უბრალოდ და ამ ტკივილისგანაც ვისწავლი ბევრს, იმდენს რომ აღარ დავკარგო ჩემი ნამდვილი “მე”. 🙂 მდა. ასეა თუ ისეა აწმყოში ცხოვრებას ვსწავლობ და არა წარსულში ან მომავალში ყურყუტს. საფასური = ჩემი ემოციები. ღირს 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s