იმედი = სასწაული

სულ რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ ის რაც მჭირს იკურნება და შემიძლია აქედან გამოვიდე! ღმერთო ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა მთელმა სამყარომ გაიგოს, როგორი ბედნიერი ვარ.  თუ გავაანალიზებ, რომ ეს მხოლოდ ჩემშია და არც მისი განმეორების შემეშინდება, ყველაფერი ნელ-ნელა გაქრება. ვიცი გამომწვევი მიზეზი (ანუ როგორ მოვედი აქამდე) და ახლა ისიც ვიცი, რომ გაქრება (თუნდაც ამას ისევ იმ ჯოჯოხეთური შეგრძნებების განცდა და დრო დასჭირდეს). მინდა რომ ვიყვირო, ხმამაღლა ვიყვირო რომ ბედნიერი ვარ! ძალიან ბედნიერი ვარ და აქ ვწერ, თითქოს ვინმე გიაგებს და მიბალეშიკებს: მიდი ნი, გამოგივა! თუნდაც ასე არიყოს უბრალოდ ბედნიერების ეს განცდა რამდენიმე თქვეა არ შემიგრძვნია. ბოლოს იმისიც კი მეშინოდა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, მეგონა მის შემდეგ აუცილებლად რამე ცუდი უნდა მომხდარიყო. ახლა მკიდია, აი ასე მკიდია და არ მაინტერესებს. მთავარი ახლა ისაა, რომ რაღაცის მართლა მჯერა უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ თავს აქამდე ვაჯერებდი (ძალით). იმ საშინელი დღეების და წამების შემდეგ, ახლა ორმაგად, ასმაგად, მთელი ჩემი არსებით ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ აქედან გამოვიდე და ეს შეგრძნებები გაქრეს და გაქრება კიდეც!

პ.ს ერთ ბედნიერ წამის განცდაც, შეუძლია ახლიდან დაგბადოს, აი ამიტომ იღბლიანი ვარ რომ ვარსებობ აქ და შემიძლია ამის შეგრძნება.

Leave a comment