Get your own uniform

სწორედ დღევანდელ დღემდე აღარ მინდოდა აქ წერა, აღარ მინდოდა რადგან ჩემი მთელი ძალისხმევა დღესდღეობით ჩემს მეზეა ფოკუზირებული. ყოველდღე, რამდენიმე წუთი შემოტევების დროს ჩემს თავს ვებრძვი, რომ “ესეც გაივლის” და რომ “ესეც გამოცდაა” რომელიც უნდა ჩავაბარო და მეც ამ იმედით, რომ უნდა ჩავაბარო მივდივარ წინ. ყველაფერი შეცვლილია, არაფერია ძველი გარდა ჩემი საყვარელი ადამიანებისა. თავი კინოში მგონია, ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებულ ფილმში, სადაც ბევრი ტკივილი, დაბრკოლება და საბოლოოდ ბედნიერებისგან აცრემლებული თვალებია. Happy end-ი. (ის დამსახურებულად არსებობს, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს.)

თვენახევრის წინ როდესაც ექიმთან მივედი (ექიმების ატანა არ ამქვს, მათი არ მჯერა) იმ იმედით, რომ ის გადამარჩენდა და მე გადავრჩი,(მისნაირები თითქმის არ არსებობენ)ასე მითხრა: ქალბატონო კომპიუტერო, თქვენი IQ ძალიან მაღალია, შესანიშნავად იცით ცხოვრება როგორია, თეაორიაშიც ვერავინ ჩაგჭრით, მაგრამ წადით და ახლა პრაქტიკას მიხედეთ, ცხოვრებაში მთავარი ბალანსია, ბალანსი რომელიც ყველგან უნდა დაიცვაო. ეს მითხრა და შემდეგ მისამართზე მიმითითა.წამოვედი იმ იმედით, რომ რამე მეშველებოდა და ეს ჩემი სხეულიც ძლივს წამოვათრიე. მას შემდეგ ყოველი გამოცდაა და სიახლეა, არა უბრალოდ ახალი არამედ ჭეშმარიტად ახალი დღევანდელ დღემდე!

ჩემს ცხოვრებაში ისევ გაჩნდნენ პერსონაჟები, რომლებიც ადგომაში მეხმარებიან.

სენსეი ზუსტად ექიმის მითითებული შემდეგი ნაბიჯი იყო. სენსეი არის ადამიანი, რომელიც იმაზე მეტს მასწავლის ვიდრე მთელი ცხოვრება ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტებში ან სადმე ვინმეს უსწავლია, იმაზე მეტს ვიდრე ადამიანებს გონიათ რომ უნდა იცოდნენ. მასწავლის როგორ გადავრჩე და როგორ გავარჩიო სწორი გზა არასწორისგან. მასწავლის თავდაცვას ყველაფრისგან, ფიზიკურისგან თუ სულიერისგან და საბოლოოდ მასწავლის ჩემს მესთან ერთად ცხვორებას.იმას, რასაც მხოლოდ კინოებში თუ ვნახავდი ან სადმე წავიკითხავდი. მასთან სწავლების დროს ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან ის არსებობს. ეს ჩემს ცხოვრებაში ხდება და ზოგჯერ იმდენად მძაფრია ამის განცდა, მგონია ვინმეს ცხოვრებას ვუყურებ და არა ჩემსას.ახლა ვსწავლობ როგორ ვიცხოვრო აწმყოში და არა მომავალში ან წარსულში ხელგამოწვდილი მომტირალი იდიოტივით, რომელიც გამუდმებით ღმერთს ეხვეწება გადამარჩინეო, როცა გადარჩენის ყველა მცდელობა ხელიდან გაუშვა და რეალურად არც გადარჩენა არ უნდა. ძნელია გამოცდები 🙂 მაგრამ უფრო მეტად მესმის სად გადმომისროლა ახლა ცხოვრებამ და საით მივდიოდი აქამდე. ანუ – მადლობა შემოლაწუნებისთვის 🙂

ზოგჯერ მეშინია, როდესაც ეს საშინელი ემოციები მოდის მეშინია, რომ ვერ მოვერევი, მაგრამ მაინც ჯიუტად ვეუბნები ჩემს თავს, რომ მთავარია რწმენა არ დაკარგო! რადგან ადამიანის შიგნით არსებობს ძალა, ძალა რომელსაც წამებში ჩვენი ტრანსფორმაცია შეუძლია. მშიშარა ინდივიდიდან მეომრად გადაგვაქციოს, ეს ყველაშია და მე ახლა ჩემს თავში მის პოვნას ვსწავლობ. ვიცი გაივლის, არ ვიცი როდის მაგრამ გაივლის ეს დღეებიც და ამ გამოცდილებით ცხოვრების სხვა გამოცდებსაც ღირსეულად ჩავაბარებ.

ადრე სხვებს ვეუბნებოდი და ვარწმუნებდი “თუნდაც რეალობა შენს წინააღმდეგ იყოს, მაინც გჯეროდეს რომ ყველაფერი კანონზომიერია და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, უბრალოდ გჯეროდეს რადგან ეს ჯადოსნური სიტყვებია, რომელიც თავის დროს მოქმედებას იწყებენთქო”. ახლა ვხვდები რა რთულია ამის დაჯერება, როდესაც ჩემი რეალობა სხვებისგან ასეთი განსხავებულია, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ ჩაივლის, ჩაივლის და როდესაც უკან მოვიხედავ გამეღიმება, რადგან ეს გამოცდაც ჩავაბარე.

უცნაურია, მაგრამ დღეს აქ ისევ წერის მიზეზი ერთი ბლოგერის პოსტი გახდა. შემთხვევით წავიკითხე. გულწრფელად წერდა თავის ცარიელ კედელზე თავის ცხოვრებაზე, თავის მეზე. ყველაზე მეტად იქ მომინდა ისევ წერა, როდესაც მაკევოის ერთ-ერთ პერსონაჟზე საუბრობდა და ახსენებდა სიძლიერეს, იმედს და ცვლილებებს, რომლისაც მასაც სჯერა. ჩემში რაღაცამ იფეთქა და თითებმა აქ წკაპუნი დაიწყეს. ორი თვეა  აღარ ვწერ, რადგან პირველი შეტევის შემდეგ, როცა კი ჩემში სიმშვიდე დაისადგურებდა აქ წერას ვიწყებდი, მერე ისევ შეტევა მემართებოდა. შევშინდი და ჩემს თავს ვუთხარი: ეს რა სიგიჟეა, ნუთუ ბლოგზე წერის მერე სულ ასე დაგემართებათქო? შევწყვიტე. მას შემდეგ ორი თვე გავიდა და ახალა ვხვდები, რომ ეს პროცესია და გამოცდა,რომელსაც უნდა გავუძლო. ბლოგი არაფერშუაშია რა თქმა უნდა, ეს ცხოვრებაა, ცხოვრება რომელიც ბევჯერ შემოგილაწუნებს და გაგთელავს, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია წამოვდგებით თუ არა.

ამ ორი თვის და მთელი ხუთი თვის შემდეგ, რაც ახალი ფურცლიდან ცხვორება დავიწყე, იმაზე მეტი ვისწავლე ვიდრე მთელი 23 წლის განმავლობაში. საკუთარი თავის მიღება და გაცნობა, მაგრამ ეს ასეთი რთული არ მეგონა, ამას ვაღიარებ – მას შეუძლია იქ მიგვიყვანოს, სადაც ჩვენ გვინდა და ჩვენ ბედნიერება გვინდა, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში თუ არ გავექცევით ჩვენს მეს.

არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ პოსტის შემდეგ ისევ შეტევა მომივა, მაგრამ ეს ხომ ჩემზე კარგად ზევით იციან, მე არ უნდა მეშინოდეს, მთავარი ესაა. არ მინდა მეშინოდეს – არ მეშინია!

პ.ს. ურა

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s