Crazy day with the Vampire

ის ის იყო გადაწყდა, მე ქეითი და მორიგი წიგნის ყდის “ვამპირი” ერთად გადასაღებად წავედით რომ- ყველაფერი 180 გრადუსით შემოტრიალდა.რამდენიმე წუთი არ იყო გასული, ხედს ვარჩევდი საიდან გადამეღო, რომ ვამპირმა სათვალეების გარეშე ფრენა გადაწყვიტა და .. აქ ვეღარ ვაგრძელებ. -_-

ორი თვე გავიდა რაც,  რაც ჩემით სიაურლს ვსწავლობ (ამაში ბევრ რამეს ვგულისხმობ, მაგრამ ამაზე არ მინდა აქ წერა) ჩემით სიარულს და ამ დროს ვაწყდები ასეთ სურათს, სადაც ადამიანი შეიძლება წუთი-წუთზე მოკვდეს. წამიერად გახსენდება ყველაფერი შენს თავზე, ეიფორიის  და პანიკის ზღვა სადაცაა ისევ მთელს სხეულს ჩაყლაპავს, რომ უცბად ჩემს თავს ვეუბნები: “დროა გაიზარდო -_- რა დროს გულის წასვლებია და პანიკები, როცა სხვა შენზე გაცილებით ცუდადაა და შეიგიძლია ცოტათი მაინც დაეხმარო, თუ ბევრით არა.”  ჰო’ რაღაც პარკი მომხვდა ხელში, ამ შეშლილი და აცახცახებული ხელებით ის გავაკეთე რაც კინოებში მინახავს. ჭრილობაზე მაგრად მოვუჭირე სისხლი რომ შეჩერებულიყო,  რამდენადაც შემეძლო და სასწრაფოში ყოველ ორ წუთში  ვიღაცას ვეჩხუბებოდი: – აქამდე რატომ არ მოდიხართ დასახმარებლად-მეთქი.

ახლა რომ ვიხსენებ, ადრე მსგავს სიტოაციაში ალაბთ ნერვიულობისგან გვერდით მივუწვებოდი ვინმეს. მერე როგორც იქნა სასწრაფო მოვიდა. ექიმი რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თავისი უემოციო მხრიდან უყურებდა და საპანიკოს არაფერს ხედავდა, მშვიდად გააკეთა თავისი ორწუთიანი საქმე და სავაამყოფოსკენ წავედით. ვერ ვიტან სასწრაფოს მანქანებს, პალატებს და ყველაფერს რაც ამ კადრებთანაა თაკავშირებული. მაგრამ მაინც დიდი ხანი მომიწა ქეითისთან ერთად იქ ყოფნა, ვამპირის ამბის გასაგებად.

მთავარი ამ ყველაფერში ერთი რამეა, ყოველი კადრი გასწავლის რაღაცას. ამას ხან ვხვდებით, ხან საერთოდ ვერასდროს, მაგრამ ვფიქრობ სამივემ ვისწავლეთ რაღაც აქედან. ქეითმა ეს დღე ერთ სიტყვაში ახსნა: It’s fate. იმის მიუხედავად, რომ ვამპირს ბედისწერების და ზოდიაქოების არ ჯერა, მე და ქეითი ვთვლით რომ მართლაც fate იყო, ოღონდ რა თქმა უნდა ამას ბევრი მხრიდან შეიძლება შეხედო.

უცნაური ვინმეა -_-

  • საკმაოდ მსუნაგია
  • კარგი იუმორი აქვს – (რაც ვამპირის კვალობაზე უცნაურად ჟღერს.)
  • ამ ყველაფრის შემდეგ ისევ უნდა ყდისთვის სურათის გადაღება და გადაწყვიტა, ხალხი ვისაც უჭირს იპოვნოს  და დაეხმაროს.

პ.ს. 24.07.15 ეს ჩემი იღბლიანი დღეების სიაში ნამდვილად შევა 🙂

Ruin is a gift, it’s the road to transformation.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s