მოლურჯო შესავალი

მოკლედ აქამდე რა იყო, აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან სწორედ აქ იწყება ისევ ახლიდან. რა თქმა უნდა შედეგს თავისი მიზეზი აქვს, თუმცა ეს უკვე წარსულია. ახალი ბლოგის შექმნა და ისევ ახლიდან წერა გადავწყვიტე. ახლის დასაწყისი სულ სხვა ემოციებით მავსებს. ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ სრულიად მარტო ჩემს თავთან ყოფნა ბევრ რამეს მასწავლის, მიუხედავად ჩემი მცდელობისა, რომ ყურადღება ბევრ რაღაცაზე გავანაწილო და არ მივცე თავს უფლება ” 😦 ” < ამისთვის .. ზოგჯერ I feel so lonely, ოღონდ ისეთი, როგორც არასდროს აქამდე.

ცხოვრებამ ისე მწარედ შემომილაწუნა შენს თავს მიხედეო, გონზე ნელ-ნელა მოვდივარ. ბევრი რაღაც აირია ჩემს შიგნით, თითქოს ძლივს დალექილი მასა ერთბაშად ვიღაცამ გააჯანჯღარა და ყველაფერი ტალახისფერი გახდა. ახლა ისევ ილექება, ოღონდ ილექება ჩემი ემოციების ხარჯზე, აღარ მეხმარება არავინ, მხოლოდ მე და მე ვართ. ჩემი წარსული კი ერთადერთი მაგალითია რის მიხედვითაც ჩემი კურსი უნდა შევარჩიო მომავლისთვის.

ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა: ” ცხოვრებას თავისი რიტმი აქვს, მზე ყოველდღე ამოდის და ჩადის, შენც წინ გაიხედეო”,  ჰოდა მეც, ნელ-ნელა ვეყდრნობი ჩემს თავს და ვსწავლობ მასთან ერთად სიარულს. ოოო’უ რა სენტიმენტალურია, მაგრამ ასეთია რას გავაწყობ. წარსული ჩვენში რჩება, არსად არ ქრება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ის ცუდი იქნება, თუ კარგი ისევ ჩვენთვის.

ბავშობაში ვგიჟდებოდი ფილმებზე, სადაც მთვარი პერსონაში თავგადასავლების და გამოცდების ქარ-ცეცხლში აღმოჩნდებოდა და ამ ყველაფრიდან თავი ისევ თვითონ უნდა დაეღწია. უნდა მორეოდა ყველა ურჩხულს, თუ თავსატეხს და მისულიყო თავის მიზნამდე – რაც ბოლოს ყოველთვის ასე ხდებოდა, მაგრამ სანამ ბოლო მოვიდოდა, ყველაფერი ისე მიდიოდა ცივი ოფლი მასხამდა, ტუჩები და ნიკაპი ამიკანკალდებოდა და ვფიქრობდი, ნუთუ ყველაფერი ასე უსამართლოდ მთავრდებათქო? ბოლოს როცა მთავარ პერსონაჟს ყოველგვარი ძალა და რწმენა გამქრალი ჰქონდა და მეც მეგონა, დროა შევეგუო ალბათ ასეთია დასასრულითქო, ზუსტად მაშინ მოხდება რაღაც, ისეთი თან ისე უცბად, არც არავინ რომ არ ელოდებოდა, სახეზე უცბად  ენითაღუწერელი ღიმილი გადამეკვრებოდა და ბედნიერი ვუყურებდი (ზოგჯერ აცრემლებული) დამსახურებულ Happy end-ს.

ჰო’ ეს ჰეფი-ენდები და მძაფრი თავგადასავლები არც ჩემს ცხოვრებას აკლია. მთავარია ისევ ის ჯადოსნური ფრაზა რომ “ყველაფერი კარგად იქნება”.  რადგან ყველაფერი ისევ კანონზომიერია. კიდევ ერთი რამ, როცა საკუთარ თავზე უარს ამბობ, მაშინ არც არავისთვის არსებობ, ესეც სინამდვილეა.

ასე რომ, კიდევ ახლიდან, ისევ თეთრი ფურცლებიდან, ისევ ფერადი და საინტერესო დღეების მოლოდინში (რა თქმა უნდა ეფექტისთვის, ცოტა მუქი ტორებიც აუცილებელია 🙂 )

კეთილი იყოს ჩემი თითები აქ საწერად. დროა კოლექციონორობას მივყო ხელი და ისევ მოვაგროვო lucky days 🙂

10409405_857317110989883_8905655375494142203_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s